მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

სტაჟირების პროგრამა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია"

2017 წლის 22 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" 7 მასწავლებელი და 10 პროფესიული სტუდენტი მონაწილეობას იღებდნენ სტაჟირების პროგრამაში პოლონეთის ქალაქ პოზნანში. სტუდენტები განთავსდნენ პრაქტიკის ობიექტებზე სპეციალობების მიხედვით და პოლონელი მასწავლებლის ინსტრუქტაჟის ქვეშ გაიარეს სასწავლო პრაქტიკა.სტუდენტებმა მიიღეს უნიკალური სამუშაო გამოცდილება,დაეუფლნენ თანამედროვე მეთოდებს. კომპიუტერული გრაფიკოსის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ პოლონეთში დაგეგმილ ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ქართველები არაერთი ცნობილი პოლონური ობიექტის სამუშაო პროცესში იყვნენ ჩართულები.

 მრავალმხრივ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა პოლონეთში გატარებული 2 კვირა კოლეჯის მასწავლებლებისათვის. თავდაპირველად სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" წარმომადგენლებს შეხვდა პოზნანის ვიცე-მერი პიოტრ ვიშნევსკი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროფესიულიკოლეჯებსა და კოლეჯ "იბერიას" შორის არსებული გაცვლითი პროგრამების გაგრძელებაზე. 

 ქართველმა მასწავლებლებმა დაათვალიერეს ხუთივე პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,დაესწრნენ გაკვეთილებს, გაიარეს ტრეინინგი"სტუდენტთა -მოსწავლეთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები." ტრეინინგში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები სტუდენტებთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიური მიდგომების თვალსაზრისით.

 ქართველ სტუდენტებს გულთბილად უმასპინძლა პოზნანის ბუღალტერთა ასოციაციამ. სტუმრები დაესწრნენ დაწესებულების ისტორიას, მიზნებსა და ამოცანებს.

ფოტოგალერეა

 

სიახლე სრულად
10 ოქტომბერი 2017

საშემოდგომო პროფესიული ტესტირება 2017

2017 წლის 4 ოქტომბრიდან სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" დაიწყო რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე. რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ოქტომბრამდე. პროფესიული ტესტირების პრეტესტი ჩატარდება 28 ოტომბერს, ხოლო პროფესიული ტესტირება 29 ოქტომბერს სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

1.თავად დარეგისტრირდეს on-line საიტზე vet.emis.ge ან მობრძანდეს კოლეჯში ან ადგილობრივ რესურსცენტრში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.გაიაროს პრეტესტი და ჩააბაროს გამოცდა

3.შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები: განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი),განათლებიის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი), დაბადების მოწმობა (ასლი),2ც ფოტოსურათი 3x4, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის)

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ისარგებლებენ ალტერნატიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. ქუთაისი, ნიკეას #12, ტელ:585179077,577788304,555138516

ელ-ფოსტა: kolejiiberia@gmail.com

ვებ-გვერდი:www.iberias.ge

 

სიახლე სრულად
08 ოქტომბერი 2017

cisco-ს აკადემია

ჩვენი კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიის მხარდამჭერის პროგრამაზე სწავლისას საშუალება ექნებათ სახელმწიფო დიპლომთან ერთად მოიპოვონ cisco-ს საერთაშორისო აკადემიის სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში.

სიახლე სრულად
02 ოქტომბერი 2017

საშემოდგომო მიღება 2017

2017 წლის 2 ოქტომბრიდან სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში ,იბერია' იწყება რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე. რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ოქტომბრამდე.პროფესიული ტესტირების პრეტესტი ჩატარდება 28 ოქტომბერს, ხოლო პროფესიული ტესტირება გაიმართება 29 ოქტომბერს. სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

1.თავად დარეგისტრირდეს on-line შემდეგ მისამართზე: https://vet.emis.ge/#/registration  ან მობრძანდეს კოლეჯში ან ადგილობრივ რესურსცენტრში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.გაიაროს პრეტესტი და ჩააბაროს გამოცდა

3. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები; განცხადება,პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი),განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი), დაბადების მოწმობა (ასლი), 2ც ფოტოსურათი 3x4, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის)

 საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. ქუთაისი, ნიკეას#12, ტელ: 555138516, 595179077 ელ-ფოსტა:kolejiiberia@gmail.com, ვებ-გვერდი:www.iberias.ge

სიახლე სრულად
02 ოქტომბერი 2017

შუალედური შეფასება მეწარმეობაში ავტომობილის ზეინკლის ჯგუფში

სსსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" #392 ავტომობილის ზეინკლის ჯგუფმა 2017 წლის 18 სექტემბერს წარმატებით ჩააბარა პირველი შუალედური შეფასება მეწარმეობაში.

ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
20 სექტემბერი 2017

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  ბრძანებები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი