მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

ღონისძიებები

ღონისძიებები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის ამაღლების, მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კოლეჯთა საუკეთესო გამოცდილების  გაზიარებისა და, აქედან გამომდინარე, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით   კოლეჯს საქმიანი ურთიერთობები აქვს საქართველოს სხვა კოლეჯებთან: ფოთის, ქობულეთის, ბათუმის, ახალციხის, კაჭრეთის კოლეჯების მასწავლებელთა მოწვევა დასკვნით გამოცდებზე, ასევე ჩვენი კოლეჯის მასწავლებელთა ვიზიტი სხვადასხვა კოლეჯებში ითვალისწინებს მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას სწავლებისა და შეფასების მეთოდების სრულყოფის საქმეში.

 

2012 წლის აპრილში კოლეჯმა მოაწყო ,,ცოდნის კვირეული’’. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ,,პროფესიაში საუკეთესო’’, რომელშიც მონაწილეობდნენ 5 სხვადასხვა კოლეჯის სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. ასევე ჩატარდა კვირეულის პროგრამით გათვალისწინებული ღია გაკვეთილები და სტუდენტთა თეორიული კონფერენცია. კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ დამსაქმებელი ორგანიზაციების, ქალაქის თვითმმართველობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. მათ მაღალი შეფასება მისცეს კვირეულს, როგორც კოლეჯების ურთიერთდაახლოების, საქმიანობის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთ საშუალებას.

კონკურსში "პროფესიაში საუკეთესო" მონაწილეობდნენ მეფილე მომპირკეთებლის, დურგლის, შემდუღებლის, თაბაშირმუყაოს სპეციალისტის, სარესტორნო საქმის მწარმოებლის და სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროგრამების სტუდენტები.

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის კონკურსში კოლეჯ "იბერიას" სტუდენტებთან ერთეად მონაწილეობა მიიღეს ამავე პროგრამის განმახორციელებელი კოლეჯებიდან: "ფაზისი" (ფოთი), "მერმისი" (თბილისი), "ბლექსი" (ბათუმი), "ოპიზარი" (ახალციხე) მოწვეულმა წარმატებულმა სტუდენტებმა, კონკურსანტებმა და მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები პროფესიული ოსტატობის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესოსაშუალებაა.

2014 წლის 15 ივნისს საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" მასწავლებელმა გოგა შალამბერიძემ და სასწავლო პროცესისა და პრაქტიკის მენეჯერმა დავით ხელიძემ მოაწყვეს ექსკურსია რაჭაში. სტუდენტები გაეცნენ მხარის ღირშესანიშნაობებს, დაათვალიერეს რაჭის კულტურული მემკვიდრეობა და დაიტვირთნენ დადებითი ემოციებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  ბრძანებები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი