მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

პარტნიორები

პარტნიორობა სხვა ორგანიზაციებთან

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა:

- UNDP – გაეროს განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 9 პროგრამის მიხედვით პროფესიული გადამზადება გაიარა 155-მა სტუდენტმა;

- USAID, რომელმაც 6 პროფესიაში გადაამზადა 1080 კაცი;

- ნორვეგიის დევნილთა საბჭო – NRC, რომელიც წარმატებით თანამშრომლობდა კოლეჯთან 2008-2009 წლებში. აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსებით  სხვადასხვა პროგრამის მიხედვით პროფესიული მომზადება გაიარა აფხაზეთიდან დევნილმა 17-დან 25-წლამდე ასაკის  252-მა ბენეფიციარმა. ამჟამად ,,განათლება დემოკრატიისათვის’’ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აფხახეთიდან დევნილი 30 სტუდენტის მომზადების 3-თვიანი პროგრამა  სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტისა და შემდუღებლის (ელექტრორკალური) სპეციალობებზე.

 

USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის – EPI-ის პროექტის მიხედვით 2012 წლის აპრილ-სექტემბერში განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადების ხანგრძლივი ტრენინგი სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის, საკერავი მანქანის ოპერატორისა და საკერავი მანქანის მექანიკოსის სპეციალობებზე. ამასთან ერთად, პროექტის შესაბამისად, აღნიშნული სპეციალობების სასწავლო სახელოსნოები და ლაბორატორიები აღიჭურვა უახლესი დანადგარებით, მანქანებითა და სასწავლო მასალებით.

 

ურთიერთობა კერძო სექტორთან

დაარსების დღიდან კოლეჯმა საქმიანი ურთიერთობები დაამყარა მრავალ ორგანიზაციასთან, როგორებიცაა: ,,თეგეტა მოტორსი’’, სს ,,იმერი’’, შ.პ.ს. ,,ტაქსი’’, სამოდელო სახლი ,,მარიონელა’’, სს ,,ქუთაისის ავტოსერვისი’’, შ.პ.ს. ,,დიზაინკომპლექსი’’, სს ,,დასავლეთის წყალი’’, სს ,,ქუთაისის გაზი’’, სს ,,იტერა საქართველო’’და სხვები. აღნიშნულ სამრეწველო, სამშენებლო თუ მომსახურების ობიექტებში ხორციელდება სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკა. ხშირია  პრაქტიკის ობიექტებზე  კურსდამთავრებულთა დასაქმების შემთხვევები.

 

ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ბოლო პერიოდში პარტნიორთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა: ესტონურ-ქართულ პროექტის – ,,მხარი დავუჭიროთ პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში’’– მიხედვით 2012 წლის მაისში  ესტონეთში განხორციელებულ ვიზიტში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლები. დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთის ქალაქ რაკვერეს პარტნიორ პროფესიულ-ტექნიკურ სკოლაში, რომლის მატერიალური ბაზა, სწავლებისა და შეფასების მეთოდები ძალიან მაღალი ხარისხისაა. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა კოლეჯის თანამშრომლობა ქალაქ რაკვერეს პროფესიულ-ტექნიკურ სკოლასთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ჩვენი სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას რაკვერეს პროფესიულ-ტექნიკურ სკოლაში 3-5 კვირის განმავლობაში, აგრეთვე ჩვენი კოლეჯის ტრანსპორტის დარგის მასწავლებლების სტაჟირებასა და გადამზადების კურსებს რაკვერეში.სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "იბერია" 2015 წლის შემოდგომაზე ეწვია რაკვერეს პროფესიული სასწავლებლის დირექტორი და პროექტის კოორდინატორი. პროექტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება.

 ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობამ დაამყარა კავშირი პოლონეთის პროფესიული განვითარების ორგანიზაციასთან. ამ პროექტის ფარგლებში კოლეჯის  ოცი სტუდენტი და ხუთი მასწავლებელი 2012 წლის მაისში იმყოფებოდა პოლონეთის მოწინავე კოლეჯებში, სადაც გაეცნენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ავტომობილის ზეინკლის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, სასტუმრო საქმისმწარმოებლის, ინფორმაციული ტექნოლოგისა და კომპიუტერული გრაფიკოსის სპეციალობების სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს.

2015 წლის სექტემბერში პოლონეთში გაემგზავრა კოლეჯის თხუთმეტკაციანი დელეგაცია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კოლეჯებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება.

 სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა "იბერია" მემორანდუმი გააფორმა მოლდოვეთისა და უკრაინის პროფესიულ კოლეჯებთან. მემორანდუმის საფუძველზე მხარეებს შორის მოხდება ორმხრივი ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება.

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  ბრძანებები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი