მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

კოლეჯის შესახებ

სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია“ ჩამოყალიბდა 2006 წელს ქუთაისის

კერვისა და მოდელირების ლიცეუმის რეორგანიზაციის საფუძველზე,

განხორციელდა ამორტიზებული შენობა-ნაგებობებისა და მატერიალური ბაზის

სრული რეაბილიტაცია, დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების

შესაბამისი მანქანა-დანადგარებითა და მოწყობილობებით. დღევანდელი

მდგომარეობით სასწავლებელი დარეგისტრირებულია როგორც სსიპსაზოგადოებრივი

კოლეჯი ,,იბერია“.

 კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს ბიზნესისა და ადმინისტრირების, წარმოებაგადამუშავების,

არქირექტურა-მშენებლობის, მომსახურება-სერვისის

მიმართულებებზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

მემცენარე, მეფუტკრე, კონდიტერი, მზარეული, ბუღალტერი, კონსულტანტგამყიდველი,

ოფისის მენეჯერი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, რესტორნის სერვის

მენეჯერი, კომპიუტერული გრაფიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგი, ელექტრიკოსი,

ფილამწყობი, მღებავი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, გაზმომარაგების სისტემის

მემონტაჟე, ზეინკალ-სანტექნიკოსი, ავტომობილის შემკეთებელი

ელექტროტექნიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი,

ავტომობილის ზეინკალი, დურგალი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი,

შემდუღებელი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, თმის სტილისტი.

 2007 წლიდან კოლეჯს დაექვემდებარა ბაღდათის პროფესიული სასწავლებელი,

როგორც ფილიალი. ბაღდათის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი

რესურსებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით აღნიშნულ

ფილიალში სტუდენტთა სწავლება ხორციელდება მემცენარის, მეფუტკრის,

ავტომობილის ზეინკლის, ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსის,

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, კომპიუტერული გრაფიკოსის, ელექტრიკოსის,

ბუღალტრისა და თმის სტილისტის პროგრამებზე.

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება