Главная Карта сайта Контакт
Регистрация

Меню

Календар новостей

Опрос

rus_მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



Баннеры

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

Статистика

Новости

ვაკანსია13 2019



სსიპ კოლეჯი "იბერია" აცხადებს ვაკანსიას:

ვაკანსიის დასახელება:შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი

ორგანიზაცია:საჯარო სამართლის იურიდიული პირი- კოლეჯი ,,იბერია’’

მინიმალური განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრი)

სამუშაო გამოცდილება:  2 წლიანი სამუშაო გამოცდილება 

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:20.08.2019

სახელფასო სარგო: 700 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1 (ერთი)

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. ქუთაისი

სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ’’;საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’.

კომპიუტერულიპროგრამებისცოდნა: 

 Microsoft Office Word                 კარგი

  Microsoft Office PowerPoint       კარგი

  Microsoft Office Excel                  კარგი

 დამატებითი მოთხოვნები:

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისპროგრამა- არსებობის შემთხვევაში წარმოადგინეთ სერტიფიკატი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პასუხისმგებლობები:

  • სტუდენტების/პერსონალისათვის საფრთხის შემცველიმიზეზების პრევენციასა და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
  • საევაკუაციო გეგმებისა და თვალსაჩინოებების /ჰიქტოგრამების (გამაფრთხილებელი ნიშნების) საჭირო ადგილზე არსებობის უზრუნველყოფა;
  • სახანძრო უსაფრთხოების ბალონებისა და სამედიცინო ყუთების ვარგისიანობის ვადის კონტროლი;
  • საშიშროებების,რისკებისა და ინცინდენტების სისტემატური ანალიზის წარმოება;
  • თანამშრომლებთან შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პირველადი  და მიმდინარე ინსტრუქტაჟების ჩატარება;
  • უსაფრთხოების პროცედურების დაცვის კონტროლი;
  • უსაფრთხოების, გარემოს დაცვის დაგეგმვისა და რეგულარული ინსპექტირების შემოწმებაზე (აუდიტის ჩატარება) პასუხისმგებლობა;
  • კოლეჯის ხელმძღვანელობასთან რისკებისა და ინციდენტების რეპორტირების უზრუნველყოფა;
  • პერსონალისათვის საჭირო ტრენინგის ჩატარების უზრუნველყოფა;
  • პერსონალისათვის სახიფათო უბანზე მუშაობის პირობებისათვის შესაფერისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოთხოვნა და აღნიშნული საშუალებების გამართული მუშაობის კონტროლი.

დამატებითიინფორმაცია: 

  კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს სსიპ  კოლეჯ,,იბერიას’’ ელ. ფოსტაზე kolejiiberia@gmail.comგანაცხადი (CV);პირადობის მოწმობის ასლი; განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; სამუშაო სტაჟის შესახებ დოკუმენტი და სერტიფიკატები (ასეთი არსებობის შემთხვევაში).კონკურსშიმონაწილეობასმიიღებსმხოლოდისკანდიდატი,რომლისგანაცხადიც (CV), გადარჩევისსაფუძველზე, შეესაბამებაზემოთ მოყვანილმოთხოვნებს.კონკურსს ჩაატარებს  სსიპ კოლეჯ ,,იბერიას’’ საკონკურსო კომისია.

კონკურსისეტაპები  

განცხადების გადარჩევა;

გასაუბრება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ლელა ჩხაბერიძე

 ტელ: 599408550

მის: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N12

ელ-ფოსტა: kolejiiberia@gmail.com



 


Главная  ::  О нас  ::  Структура  ::  rus_სასწავლო გეგმა  ::  Новости  ::  Публикации  ::  Контакт  ::  rus_ინკლუზიური განათლება