მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა23 მაისი 2019

დაიწყო დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 მაისს-20 ივნისის ჩათვლით. პროგრამის თანახმად, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

პროექტში ჩართვისათვის უნდა დაწეროთ განაცხადი.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;
  • განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  • განაცხადის მიღებისას აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).
  • კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ)

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება