მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

საერთაშორისო IT ტექნოლოგიების კონკურსი ესტონეთში 10 აპრილი 2019

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" კომპიუტერული ქსელი და სისტემების სასწავლო პროგრამის ხუთმა სტუდენტმა მასწავლებელ იაზონ დანელიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა საერთაშორისო კონკურსში "ტალინი 2019". კონკურსზე წარმოდგენილი იყვნენ ცხრა გუნდი ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. აღნიშნულმა კონკურსმა უკვე ტრადიციული სახე მიიღო, წელს მეექვსედ გაიმართა და მას ამჯერად ტალინის უძველესმა პოლიტექნიკურმა სკოლამ უმასპინძლა. ოლიმპიადა მეგობრულ გარემოში გაიმართა, შედგა მოლაპარაკებები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რაც გულისხმობს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, კონკურსების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას. კოლეგებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები აღნიშნული თემების განსახილველად. აღნიშნული კონკურსი მომავალ წელს უკრაინაში გაიმართება.

 ფოტოგალერეა


მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება