მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

სტაჟირების პროგრამა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია"10 ოქტომბერი 2017

2017 წლის 22 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" 7 მასწავლებელი და 10 პროფესიული სტუდენტი მონაწილეობას იღებდნენ სტაჟირების პროგრამაში პოლონეთის ქალაქ პოზნანში. სტუდენტები განთავსდნენ პრაქტიკის ობიექტებზე სპეციალობების მიხედვით და პოლონელი მასწავლებლის ინსტრუქტაჟის ქვეშ გაიარეს სასწავლო პრაქტიკა.სტუდენტებმა მიიღეს უნიკალური სამუშაო გამოცდილება,დაეუფლნენ თანამედროვე მეთოდებს. კომპიუტერული გრაფიკოსის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ პოლონეთში დაგეგმილ ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ქართველები არაერთი ცნობილი პოლონური ობიექტის სამუშაო პროცესში იყვნენ ჩართულები.

 მრავალმხრივ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა პოლონეთში გატარებული 2 კვირა კოლეჯის მასწავლებლებისათვის. თავდაპირველად სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" წარმომადგენლებს შეხვდა პოზნანის ვიცე-მერი პიოტრ ვიშნევსკი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროფესიულიკოლეჯებსა და კოლეჯ "იბერიას" შორის არსებული გაცვლითი პროგრამების გაგრძელებაზე. 

 ქართველმა მასწავლებლებმა დაათვალიერეს ხუთივე პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,დაესწრნენ გაკვეთილებს, გაიარეს ტრეინინგი"სტუდენტთა -მოსწავლეთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები." ტრეინინგში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები სტუდენტებთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიური მიდგომების თვალსაზრისით.

 ქართველ სტუდენტებს გულთბილად უმასპინძლა პოზნანის ბუღალტერთა ასოციაციამ. სტუმრები დაესწრნენ დაწესებულების ისტორიას, მიზნებსა და ამოცანებს.

ფოტოგალერეა

 


მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  ბრძანებები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი