მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! ️

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

თუმცა, "ითვლიან" სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს

მათ შეუძლიათ ვუყვარდეთ...

ვუყვარდეთ ერთით მეტჯერ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.."

სიახლე სრულად
21 მარტი 2019

სსსმ აპლიკანტთა პროფესიული ორიენტაცია

 ყურადღება, ყურადღება!

2019 წლის საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" მიმდინარეობს სსსმ აპლიკანტთა პროფესიული ორიენტაცია. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მიმართოთ კოლეჯის ინკლუზიური განათლების გუნდს.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" გისურვებთ წარმატებებს!

სიახლე სრულად
19 მარტი 2019

დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2019 წელსაც აგრძელებს „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყოფის“ პროგრამას, რომლის ფარგლებში სააგენტო 2000 ლარის ფარგლებში მაქსიმუმ 3 სახელობო იარაღს ყიდულობს სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2015-2018 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი დევნილებისთვის.

ამა წლის 15 მარტიდან აღნიშნული პროგრამა განახლდა და 15 აპრილის ჩათვლით მოხდება განაცხადების მიღება.

პროგრამის აპლიკანტი შესაძლოა იყოს:

 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2015-2018 სასწავლო წლების კურსდამთავრებული დევნილის სტატუსის მქონე პირი.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი დევნილის სტატუსის მქონე პირი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 პირადობის მოწმობის ასლი

 შევსებული განაცხადი

 ინვოისი (სასურველ ნივთებზე აღებული აპლიკანტის სახელზე და აპლიკაციის წარდგენის პერიოდის)

 დიპლომის/ სერტიფიკატის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან რომ აპლიკანტს დასრულებული აქვს კურსი.

პროგრამის განხორციელების ვადა:

15 მარტიდან -15 აპრილის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სააგენტოს ტელეფონი:0322140241, 0322140243, 555679220

მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ, 15ა

ვებ გვერდი: livelihood.gov.ge

განაცხადების მიიღება:

info@livelihood.gov.ge – ზე ელექტრონულად ან მისამართზე თბილისი, თამარაშვილის ქ. 15 ა

 

სიახლე სრულად
18 მარტი 2019

ინტეგრირებული გაკვეთილი ამერიკელ მოხალისესთან ერთად

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიას" ინგლისური ენის მასწავლებელი თამთა კობახიძე ინტეგრირებულ გაკვეთილზე ამერიკელ მოხალისესთან ერთად, .სტილისტის სპეციალობის #525 ჯგუფში.

  ფოტოგალერეა

 

სიახლე სრულად
15 მარტი 2019

გარე მობილობის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 14 მარტს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „იბერია“ შედგა გარე მობილობის კომისიის წევრების სამუშაო შეხვედრა ელექტროობის პროფესიის სტუდენტის მობილობასთან დაკავშირებით.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
15 მარტი 2019

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება