მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

საერთაშორისო IT ტექნოლოგიების კონკურსი ესტონეთში,შესახებ

2019 წლის 4 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“ კომპიუტერული ქსელი და სისტემების სასწავლო პროგრამის ხუთმა სტუდენტმა მასწავლებელ იაზონ დანელიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა საერთაშორისო კონკურსში "ტალინი 2019". დღეს მან კოლეჯის სტუდენტებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს წარუდგინა ვიზიტის ამსახველი პრეზენტაცია, ისაუბრა აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, გაცვლით პროგრამებზე.

ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
25 აპრილი 2019

საგაზაფხულო მიღება 2019

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიაში" სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:

1. კულინარიის ხელოვნება

2. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

3. ფილამწყობი

4. კონსულტანტ-გამყიდველი

5. სარესტორნო მომსახურება

6.ინფორმაციის ტექნოლოგია

7.ელექტროობა

8. სტილისტი (ბაღდათის ფილიალში)

 რეგისტრაცია დაიწყება 8 აპრილს და გაგრძელდება 19 აპრილამდე!

 -პრეტესტი ჩატარდება 4 მაისს!

 -მისაღები გამოცდა გაიმართება 5 მაისს!

 -სწავლა დაიწყება 3 ივნისს!

 

სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

1.თავად დარეგისტრირდეს on-line საიტზე vet.emis.ge, კოლეჯში ან ადგილობრივ რესურსცენტრში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.გაიაროს პრეტესტი და ჩააბაროს გამოცდა

3.შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები: განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(დედანი), დაბადების მოწმობა(ასლი), 2ც ფოტოსურათი 3x4, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(ვაჟებისათვის). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ისარგებლებენ ალტერნატიული ტესტირებით,რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. #12, ტელ: 555138516, 595179077 ელ-ფოსტა:kolejiiberia@gmail.com,ვებ-გვერდი:www.iberias.ge

სიახლე სრულად
16 აპრილი 2019

საერთაშორისო IT ტექნოლოგიების კონკურსი ესტონეთში

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" კომპიუტერული ქსელი და სისტემების სასწავლო პროგრამის ხუთმა სტუდენტმა მასწავლებელ იაზონ დანელიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა საერთაშორისო კონკურსში "ტალინი 2019". კონკურსზე წარმოდგენილი იყვნენ ცხრა გუნდი ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. აღნიშნულმა კონკურსმა უკვე ტრადიციული სახე მიიღო, წელს მეექვსედ გაიმართა და მას ამჯერად ტალინის უძველესმა პოლიტექნიკურმა სკოლამ უმასპინძლა. ოლიმპიადა მეგობრულ გარემოში გაიმართა, შედგა მოლაპარაკებები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რაც გულისხმობს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, კონკურსების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას. კოლეგებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები აღნიშნული თემების განსახილველად. აღნიშნული კონკურსი მომავალ წელს უკრაინაში გაიმართება.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
10 აპრილი 2019

დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია

აარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2019 წელსაც აგრძელებს „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამას, რომლის ფარგლებში სააგენტო 2000 ლარის ფარგლებში მაქსიმუმ 3 სახელობო იარაღს ყიდულობს სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2015-2019 სასწავლო წლების კურსდამთავრებულებს. დღეს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „იბერია“ ქალაქ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ბატონები კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე, იმერეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შელამბერიძე, პროგრამის ხელმძღვანელი ქალბატონი თათა გავაშელი,  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი  და სხვა ოფიციალური პირები ეწვივნენ. სტუმრები კოლეჯის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ და ისაუბრეს პროექტის შესახებ და განმარტეს, რომ პროგრამა ხელს უწყობს ქვეყანაში თვითდასაქმების განვითარებას და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის საქმეში.

 ფოტოგალერეა

 

სიახლე სრულად
29 მარტი 2019

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! ️

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

თუმცა, "ითვლიან" სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს

მათ შეუძლიათ ვუყვარდეთ...

ვუყვარდეთ ერთით მეტჯერ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.."

სიახლე სრულად
21 მარტი 2019

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება