მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

ხუთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა

 

 

 

 

                                          |

 

 

 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია'

     ქუთაისი

 განვითარების გეგმა

              2013-2019 წ. 

 

 

 

შესავალი

 

             სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’ მდებარეობს ქ.ქუთაისი ზ. ანჯაფარიძის N65 E-mail: kolejiiberia@gmail.com  2013-2019 წლების განვითარების გეგმა  განსაზღვრავს კოლეჯის ძირითად მიმართულებებს და ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, პროფესიული განათლების კანონს, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’-ს წესდებას, კოლეჯის შინაგანაწესს, ეროვნულ პროფესიული განათლების  განვითარების კონცეფციას.

            კოლეჯის განვითარების გეგმაში  დასახულია  პროფესიული განათლების პროცესის რეგულირების, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისათვის საჭირო პირობების, მათი განვითარებისათვის  სამართლებლივი გარემოს  და  სწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. კოლეჯი ვალდებულია   სწავლის თითოეულ მსურველს შესთავაზოს მრავალფეროვანი პროგრამები, მისცეს პროფესიის არჩევის თავისუფლება და ხელმისაწვდომი გახადოს სწავლისათვის საჭირო რესურსები;  მჭიდრო თანამშრომლობა დაამყაროს დამსაქმებლებთან, ჩართოს ისინი კოლეჯის საქმიანობაში;  დააკავშიროს სტუდენტები და   ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთთან.   აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

 

საკითხის აქტუალობა:

 

            ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და  მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების  გაუმჯობესებისათვის  აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს პროფესიონალი კადრები.

ბიზნესის ინტერნაციონალიზაციამ, ერთი ქვეყნიდან  მეორეში  ადამიანური რესურსების  თავისუფალმა გადინებამ და შემოდინებამ  დიდი ცვლილებები გამოიწვია შრომის ბაზარზე. დეფიციტური გახდა, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად , შრომის  ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტები.

            კოლეჯი უზრუნველყოფს, თითოეული სტუდენტისათვის მათი შესაძლებლობების განვითარებას და ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღებას,რომელიც ხელმისაწვდომია   ყველა დაინტერესებულ პირთათვის, ასაკის შეუზღუდავათ.  

 

კოლეჯის მიზანი და ამოცანები:

 

კოლეჯის მიზანია: მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  ხარისხიანი სწავლებისათვის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, პროფესიული განათლების სწავლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და პიროვნების მოთხოვნებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას.

            საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’ მხარს უჭერს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს და ხელს უწყობს ქვეყანაში  ევროპული პროფესიული განათლების დანერგვას. კოლეჯში  სწავლება მიმდინარეობს 32 პროგრამაზე. პროგრამების  განხორციელებას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. კოლეჯი აღჭურვილია კომპიუტერული და პროფესიული პროგრამების განხორციელებისათვის შესაბამისი ტექნიკით.

            განვითარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს  წარმოადგენს:

  • პროფესიული განათლების მიწოდება  საზოგადოებისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე, დასაქმებისა და კეთილდღეობისათვის;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა ფენისთვის;
  • კოლეჯში არსებულ სპეციალობებზე სწავლების ხარისხის გაძლიერება;
  • შრომის ბაზარზე არსებული კონიუნქტურის შესაბამისად ახალი პროფესიების სწავლების დანერგვა;
  • პროფესიული კოლეჯის მიერ საკუთარი შემოსავლების გენერირება  სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებით;
  • დასაქმების მაჩვენებლების გაზრდა;
  • საქმიანი ურთიერთობების გაძლიერება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან;
  • ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებისა და  სახელმწიფო შეკვეთების გაზრდა;
  • პროფესიული კოლეჯის კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუდმივი  ზრუნვა;
  • არასაბიუჯეტო შემოსავლებში ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების წილის ზრდა;
  • დისტანციური სწავლების დანერგვა;
  • ბაღდათის ფილიალის რეაბილიტაცია და განვითარება;
  • სწავლის მსურველთა გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო კოლეჯის გაფართოება ( კოლეჯის ეზოში სახელოსნოების აგება  და მათი აღჭურვა  ტექნოლოგიების შესაბამისად);
  • სტუდენტური სასტუმროს რეაბილიტაცია , რომელიც იქნება  ერთდროულად, როგორც სტუდენტების საერთო საცხოვრებელი, ასევე პრაქტიკის ობიექტი  სასტუმროს საქმის  მწარმოებლის, სარესტორნო საქმის მწარმოებლის, მზარეულის და კონდიტერის სპეციალობების სტუდენტებისათვის;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება სსსმ პირთა საჭიროებების შესაბამისად;
  • ადამიანური რესურსის პროფესიული დაოსტატება.

 

 

 

სიტუაციური ანალიზი:

კოლეჯი მდებარეობს იმერეთის რეგიონში ქ. ქუთაისში საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით  მეორე ქალაქში.  ქალაქი ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, სამეგრელოსა და გურიას. ეს ქმნის წინაპირობას იმისათვის, რომ კოლეჯმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს  დასავლეთ საქართველოში  მოსახლეობის   საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას,საზოგადოების ცნობიერების დონისა ამაღლებასა და პროფესიული კადრების განვითარებაში.

            სტუდენტთა,  მასწავლებელთა, კოლეჯის  ადმინისტრაციისა და დამსაქმებლების  თანამშრომლობით შექმნილია და ვითარდება  ხარისხიანი პროფესიული  სწავლების ერთიანი სივრცე, რაც საფუძველს გვაძლევს შრომის ბაზარს მივაწოდოთ   კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. კოლეჯი  ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს იმერეთის რეგიონში  პროფესიონალური კადრების მომზადების საქმეს,  დაამკვიდროს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი პროფესიული   უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და  შესძინოს მათ  თვითრეალიზებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. აგრეთვე,  კოლეჯის უმთავრესი ამოცანაა სისტემატიური ზრუნვა  კურსდამთავრებულთა  დასაქმებასა და კარიერულ ზრდაზე.

            საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’ სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მიღებას  II, III ,IV და V საფეხურებზე  პროფესიული განათლების კანონის შესაბამისად.

             მიმდინარე ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა მზარდი მოთხოვნა კვალიფიციურ და პროფესიულ კადრებზე. მოსახლეობას გაუჩნდა სურვილი გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების.  კოლეჯებს მიმართავენ, როგორც საბაზო განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მქონე პირები. ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობის დონის გამო, არსებულ ვაკანსიებზე  მოთხოვნა გაძლიერებულია, რაც თავისთავად განაპირობებს შრომით ბაზარზე მაღალ კონკურენციას და ცოდნის და კვალიფიკაციის გაზრდის მოტივაციას.

კოლეჯის მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის და კონტიგენტის მიღების პროცესზე  დაკვირვების შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა არის მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და აგრარული მიმართულების პროფესიებზე.

მშენებლობის სფეროში მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება შემდეგი სპეციალობის კურსდამთავრებულებზე: შემდუღებელი, ელექტრიკოსი, მღებავი, სანტექნიკოსი, მეფილე-მომპირკეთებელი, დურგალი, თაბაშირ-მუყაო, ამწე-სატრანსპორტო  საშუალებების მემანქანე, მძიმე საამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, ხოლო   სოფლის მეურნეობაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია მემცენარე-მეფუტკრე, ვეტერინარი, ზოოტექნიკოსი  ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი, სანერგე მეურნეობის სპეციალისტი და სხვა.

          ტურიზმის სფეროში ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება სასტუმრო საქმის სპეციალისტზე, მზარეულზე, მიმტანზე, ბარმენზე , ტურ-ოპერატორსა და გიდზე.

         ინჟინერიის სფეროს  სპეციალობებზე მოთხოვნადია: კომპიუტერული გრაფიკოსის, სამაცივრე მოწყობილობის ტექნიკოსის,  ავტომობილის შემკეთებელი ელექტრიკოსი.

თვითდასაქმების მსურველთა დიდი მოთხოვნაა, აგრეთვე, ბიზნესის  ადმინისტრირებისა და ხელოვნების დარგებზე: ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, გამყიდველ-კონსულტანტი და სხვა.

          პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთ ძირითად ხედვას წარმოადგენს სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. კოლეჯი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება  ზრდასრული ადამიანების დასაქმების საქმეს.    მეტად მნიშვნელოვანია სპეციალური  საჭიროების მქონე სტუდენტებზე ზრუნვა.    ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ სსსმ ბენეფიციარს ხელი შევუწყოთ პროფესიის შესწავლასა და დასაქმებაში.  2013 წლის სექტემბრიდან კოლეჯში ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემაში, რომლის ფარგლებშიც ამ დროისათვის  სხვადასხვა პროფესიას ეუფლება 32 სსსმ სტუდენტი.

        პროფესიული მომზადების ხარისხი დამოკიდებულია მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე.  ამჟამად, კოლეჯის  მასწავლებლების 80%-ს გავლილი  აქვს სხვადასხვა ტიპის ტრენინგი. დაგეგმილია მათი 100%-იანი გადამზადება.

 სსიპ საზოგადოებრივი  კოლეჯი „იბერია“ ჩართულია  ყველა იმ საქმიანობაში, რომელიც იგეგმება და მუშავდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.   სისტემატიურად ღრმავდება თანამშრომლობა  სოციალურ პარტნიორებსა და დამსაქმებლებთან.

              კოლეჯმა 2011 წლის ბოლოს გაიარა ავტორიზაცია, რომლის მიზანი იყო კოლეჯის   შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა სტანდარტული  საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებთან.  საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’ მზადაა აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფოს მიერ აღებული კურსის განხორციელებაში და თავისი საქმიანობა  წარმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად.

 

რეგიონის ეკონომიკური საჭიროებები:

 

            საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’ემსახურება იმერეთის რეგიონს. რეგიონში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული: ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ზესტაფინი, ხონი, თერჯოლა, ბაღდათი, საჩხერე, ვანი, ხარაგაული და სამტრედია. იმერეთის  ადმინისტრაციული ცენტრია ქუთაისი. რეგიონის განვითარების პრიორიტეტია სამშენებლო, საიჟინრო, აგრალური სექტორის და ტურიზმის განვითარება. იმერეთში არის მარცვლეულის კულტურების მოყვანისა და ვაზის მოვლის უნიკალური ტრადიციები. აგრეთვე, მრავლადაა არქიტექტურული და კულტურული ძეგლები.

          სოფლის მოსახლეობისათვის ტრადიციულად მნიშვნელოვანია სოფლის პროდუქტების წარმოება, რომელიც წარმოადგენს თვითდასაქმების სფეროს. აგრარული სეგმენტიდან რეგიონში ძირითადად განვითარებულია მემცენარეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, რძის პროდუქტების წარმოება, მემარცვლეობა,ხილის წარმოება და მეფუტკრეობა. 

            რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესია  სამშენებლო დარგი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული  და პრიორიტეტული დარგია.  იმერეთის რეგიონში  საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით  წარმოებს ქალაქის ინფრასტრუქტურის შეცვლის და განახლების  სამუშაოები, შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები,  რეაბილიტაცია უკეთდება სამომხმარებლო ობიექტებს. ქუთაისსა და  მის ახლომდებარე რაიონულ ცენტრებში       იგება გზები წარმოებს ნაპირსამაგრი სამუშაოები, შენდება და რესტავრაცია უკეთდება ინფრასტრუქტურას.

            იმერეთი  ოდითგანვე იყო ინდუსტრიული რეგიონი, აქ ფუნქციონირებდა საქართველოს სამრეწველო პოტენციალისათვის ისეთი ანგარიშგასაწევი   ფაბრიკები და ქარხნები, როგორიცაა ავტოსაამშენებლო, სატრაქტორო, ელექტრო-მექანიკური, საკონსერვო, საკონდიტრო, ელექტროხელსაწყოების მწარმოებელი ქარხნები, აბრეშუმის წარმოების, მინის წარმოების, ტყავფეხსაცმელების, სამკერვალო ნაწარმის ფაბრიკები. ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი საწარმოები და დამამუშავებელი ქარხნები, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, სალიეთის მარმარილოს მომპოვებელი საწარმო, ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი საწარმო და სხვა.  ამ ქარხნებსა და ფაბრიკებში დაკავებული იყო იმერეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რაც დღეისათვის გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ  ამჟამადაც იმერეთში არის დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი სამრეწველო დარგების განვითარებისათვის.  ქალაქში დიდი მაშტაბები შეიძინა თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ,   მის ფარგლებში გაიხსნა სხვადასხვა ტიპის საწარმოები.  შრომის ბაზარზე შემოვიდა  სამკერვალო ფაბრიკა შ.პ.ს ,,ჯორჯია ტექსტილი’’.

         მეფუტკრეობის განვითარებას იმერეთის რეგიონში სერიოზული პერსპექტივები  გააჩნია. მაღალმთიანი და მრავალყვავილოვანი ადგილები ხელს უწყობს მეფუტკრეობის განვითარებას. თაფლი ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანია, რომლის ექსპორტი შედარებით ადვილად შეიძლება განხორციელდეს საზღვარგარეთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ახდენს გარკვეული რაოდენობის თაფლის ექსპორტს, მაგრამ არსებობს პოტენციალი ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც ამჟამად უკავია იმპორტულ პროდუქციას.

        შესაბამისად, მეფუტკრეობას  გააჩნია სერიოზული განვითარების პერსპექტივა, ამიტომ კოლეჯი ,,იბერია’’ ბაღდათის ფილიალში ახორციელებს სწავლებას მეფუტკრის პროფესიაზე.   საშუალოდ 10 თვეში დაახლოებით 8 კურსდამთავრებული იწყებს სამეწარმეო საქმიანობას ამ დარგში.

            საქართველოში იმერეთის რაიონები, კერძოდ წყალტუბო, ვანი და ბაღდათი ოდითგანვე ითვლებოდა  მემცენარეობისა და მებოსტნეობის რეგიონებად.საბჭოთა კავშირის დროს აქ შექმნილი იყო არაერთი კოლმეურნეობა და საბჭოთა მეურნეობა, რომლებიც აწარმოებდნენ ბოსტნეულს და ბაღჩეულს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა  სასათბურე მეურნეობა დაიშალა და შეწყვიტა ფუნქციონირება. ამჟამად რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობა ინდივიდუალურად აწარმოებს ამ დარგის პროდუქტებს, მათთვის აუცილებლობას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანადანადგარების გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება, უფრო ხარისხიანი პროდუქტის მოყვანისა და გამრავლების წესების სწავლება და  მცირე ბიზნესის წარმოებისათვის  დახმარების გაწევა, რადგანაც  არსებობს წარმოების ინტენსიფიკაციისა და უფრო დიდი მოსავლის მიღების რეალური პერსპექტივა. დღეისათვის მემცენარეობა-მებოსტნეობაში არსებობს მრავალი პრობლემა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ფერმერების განათლების დაბალ დონესთან. თანამედროვე მენეჯმენტის სისტემის დანერგვით რეგიონში მოსალოდნელია მემცენარეობა-მებოსტნეობის მაღალი დონის განვითარება. შემდგომში საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.

            აგრეთვე, იმერეთს აქვს  ვაზის მოვლა - მოყვანისა და ღვინის წარმოების მდიდარი ტრადიცია. აქ  ხარობს ციცქა , ცოლიკაური, ალადასტური და სხვა ვაზის უნიკალური ჯიშები.  ჩვენი მიზანია   მოვამზადოთ პროფესიონალი კადრები   და ხელი შევუწყოთ  აგრარულ სექტორში ფერმერული მეურნეობების წარმოქმნას და გაძლიერებას.

            იმერეთის რეგიონი გამოირჩევა წიაღისეული სიმდიდრეებით, აღირიცხება 100 -ზე  მეტი მინერალური სანედლეულო საბადო. იმერეთში 250-ზე მეტი ისტორიული ძეგლია. ამ მიწაზე არ მოიძებნება კუთხე, ხეობა, თუ სოფელი წარსულის რაიმე ნაშთი რომ არ იყოს შემორჩენილი. აქ არის ქვედა პალეოლითის ხანის ისეთი  ძეგლები, როგორიცაა საკაჟიის, ჭახათის, დევისხვრელის, პრომეტეს მღვიმე, სათაფლიის და ნავენახევის მიდამოები. მხარე განთქმულია სამკურნალო მინერალური წყლებით და ცნობილია კურორტებით: საირმე, ნუნისი, სულორი, წყალტუბო, კვერეთი  დღეს იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა.

         აგრეთვე, ტურიზმის განვითარების  თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია იმერეთის მღვიმეები თავისი უნიკალური კოლხური ტყეებით, აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი ბაღდათის ტერიტორიაზე 4848 ჰა ფართობით, კაცხის სვეტი, შორაპნის ციხე, ვანის ნაქალაქევი, უბისა, თამარის ციხე,  ბაგრატის ტაძარი, გელათი, მოწამეთა და სხვა.

       იმერეთში ტურისტებისათვის   საჩუქარად მიღებულია თიხისაგან დამზადებული ნივთები, რომლის წარმოების უძველესი ტექნოლოგიები ზესტაფონის სოფლების მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს. შესაძლებელია ამ მემკვიდრეობის მეტად დახვეწა  მეთუნის პროფესიის სასწავლო პროგრამით.

 

რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროები.

 

შრომის ბაზრის მოთხოვნის  შესაბამისად, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების აღორძინება, არსებულ პროფესიებთან ერთად.

 

არსებული რესურსები:

]კოლეჯი აღჭურვილია კომპიუტერული  და პროფესიული პროგრამების განხორციელებისათვის შესაბამისი  თანამედროვე ტექნიკით.   თეორიული სწავლების კაბინეტებით, კომპიუტერული კლასებით. შექმნილია სტუდენტებისათვის საჭირო სასწავლო გარემო, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, კოლეჯი დაკომპლექტებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადმინისტრაციული და პედაგოგიური კადრებით. 

 

კონკურენტი დაწესებულებები და მათი პოზიციები საგანმანათლებლო ბაზარზე:

 

კონკურენტ ორგანიზაციებად წარმოვიდგენთ იმ სასწავლო ორგანიზაციებს, რომლებიც რეგიონში მრავლად ფუნქციონირებენ კერძო ტიპის პროფესიული სასწავლებლების სახით, თუმცა ისინი დღეისათვის  კონკურენციის მაღალ   საშიშროებად არ   განიხილება, რადგან კოლეჯი „იბერია“ სწავლებას ახორციელებს იმ ძირითად სახელობო პროგრამებზე, რომელსაც ჭირდება ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მაღალი დონის სპეციალისტები, პედაგოგთა მაღალკვალიფიციური შემადგენლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  მატერიალურ -ტექნიკური  ბაზა კოლეჯში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აგრეთვე  საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.

მცირე  კონკურენციის წყაროს წარმოადგენს: მიმზიდველი დასახელების პროფესიები, რომელზედაც კერძო ტიპის კოლეჯები ახორციელებენ სწავლებას.თუმცა დასაქმების მაღალი შესაძლებლობები ჩვენს პროგრამებზე ამ საფრთხეს ამცირებს, აგრეთვე კონკურენციის საფუძველს წარმოადგენს უნივერსიტეტებში სახელობო პროგრამებზე სწავლების შემოღება და განსხვავებული ჩარიცხვის წესი სახელმწიფო და კერძო კოლეჯებს შორის.

 

 

 

 

 

 

კოლეჯის საკადრო საკითხი.

 

კოლეჯ იბერიაში დასაქმებულია შესაბამისი კვალიფიკაციის ადმინისტრაციული და პედაგოგიური კადრები. არსებული მონაცემებით პედაგოგთა კვალიფიკაციის შეფასება კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ  არის შემდეგი:

 დაბალი 0%, საშუალო 30 %,  მაღალი 70%.

არსებული შედეგი უნდა მიუახლოვდეს 2013-2019 წლებში   უფრო მაღალ მაჩვენებელს , დაახლოებით   უნდა გახდეს  85-90%.

სულ მასწავლებელთა რაოდენობაა  -67,  აქედან 6 - პროფესორი.

კოლეჯში ვაკანტური ადგილების შევსება  ხორციელდება კონკურსის წესით.

 

კოლეჯის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ხედვა.

             კოლეჯის მომავალი განვითარებისათვის, შემდუღებლის, ავტოშემკეთებელი ზეინკლის, მეფილე-მომპირკეთებლის, ზეინკალ- სანტექნიკოსის, ელექტრიკოსის  სპეციალობებზე მაღალხარისხიანი  სწავლებისათვის აუცილებელია კოლეჯის  ეზოს ტერიტორიაზე   800მ2  შენობის აშენება.       ბაღდათის ფილიალის რეაბილიტაცია, სახელოსნოებით უზრუნველყოფა  და ეზოში მიკრო საწარმოების გამართვა, რადგან იგი  წარმოადგენს აგრარული სექტორის განვითარებისათვის მდებარეობით საუკეთესო სტრატეგიულ ობიექტს,  არა მარტო იმერეთის რეგიონისათვის, არამედ მთლიანად მთელი დასავლეთ საქართველოსათვის.

           ბაღდათის უნიკალური ბუნების წყალობით აქ მოდის ეკოლოგიურად ჯანსაღი და უხვი მოსავალი,  ხილი და  ბაღჩეული წარმოადგენს ბუნების ნობათს, რასაც ტექნოლოგიების და ტექნიკის არქონის გამო ვერ იყენებს მოსახლეობა და შესაბამისად,  ქვეყანა. აქედან გამომდინარე,  რეგიონის განვითარების საჭიროებებზე დაკვირვებით  უნდა განხორციელდეს ის პროგრამები და შევქმნათ ისეთი მინი საწარმოები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას და აგრარული სექტორის განვითარებას.  ამ მიმართულებით საჭიროა კოლეჯს  ქონდეს  ხილისა  და ბოსტნეულის  გადამამუშავებელი საწარმოები ,  ხილის საშრობი საამქრო და რძის გადამამუშავებელი საამქრო. 

კოლეჯს აქვს  საკუთარი შემოსავლების მიღების პერსპექტივა,    სასწავლო პრაქტიკის დროს სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების რეალიზებისა და   კერძო შეკვეთებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე გიზრდება კოლეჯის ბიუჯეტი.

 დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას ავტომატურად მოჰყვება სტუდენტების კონტიგენტის გაზრდა და შესაბამისად გაიზრდება დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში. ეს ფაქტი იქნება  ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ სასწავლებელი შეინარჩუნებს მდგრადობას, გაუძლებს კონკურენციას და ფეხს აუწყობს ბაზრის ტენდენციებს.

            კოლეჯი უზრუნველყოფს  ხარისხზე ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების გამოშვებას, რომლებიც  შრომის ბაზარზე თავიანთ ადგილს იპოვიან, გაიუმჯობესებენ თავიანთ ყოფით პირობებს და გააძლიერებენ ქვეყნის ეკონომიკას.

 ხუთი წლის პერსპექტივაში კოლეჯის განვითარებისა და გაფართოების მიზნით უნდა განხორციელდეს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული  პროექტები. 

.სტუდენტთა საერთო  საცხოვრებლის რეაბილიტაცია.

.სტუდენტური სასტუმროს აშენება.

  • კოლეჯის ეზოში   სახელოსნოების აშენება.
  • კოლეჯის ეზოში   ღია სპორტული მოედანის მოწყობა
  • ბაღდათის ფილიალის რეაბილიტაცია.

 

კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით სამომავლო ხედვა:

 

კოლეჯი  ახორციელებს სწავლებას 32 პროფესიაზე  შრომის ბაზრის მოთხოვნიდან   და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე   ხუთწლიან პერსპექტივაში, არსებულ პროფესიებთან ერთად სწავლებას  განვახორციელებთ    შემდეგ პროფესიებზე:

  • ვეტერინარი
  • რძის  გადამამუშავებელი
  • ფერმერი
  • ზოოტექნიკოსი
  • მძიმე საამშენებლო ტექნიკის ოპერატორი
  • მშენებლობის მწარმოებელი
  • ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი
  • სანერგე მეურნეობის სპეციალისტი
  • გიდი
  • ტურ-ოპერატორი
  • სადაზღვევო აგენტი

კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)

  • კორესპოდენტი

 

სტუდენტთა  ტრანსპორტირებისა და საერთო  საცხოვრებლს საჭიროების განსაზღვრა პოტენციური კონტიგენტის  გათვალისწინებით:

 

კოლეჯი ,,იბერია’’-ს სიმძლავრე გათვლილია  1060  სტუდენტზე, აქედან  სწავლის მსურველების დაახლოებით  50%  ცხოვრობს ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე  სოფლებში.  მათ პრობლემას წარმოადგენს  სატრანსპორტო მომსახურება. კოლეჯისათვის ძალიან დიდ პრობლემას  წარმოადგენს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მცირე ადგილების რაოდენობა და იქ არსებული ცხოვრების დაბალი პირობები.

            აგრარული სექტორის პროგრამებზე  სწავლის მსურველები ძირითადად არიან სოფლებში  მაცხოვრებლები.  ბაღდათის ფილიალს აქვს  სტრატეგიული  მდებარეობა  იმისათვის, რომ ყველა პირობა შეიქმნას აგრარული სექტორის პროგრამების მაღალ დონეზე სწავლებისა და განვითარებისათვის.  სასურველია, კოლეჯს ჰქონდეს მიკრო ავტობუსი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი  იქნება რაიონის მოსახლეობის მომსახურება  ბაღდათის ფილიალში ტრანსპორტირებისათვის.

საუკუნის გამოწვევებიდან გამომდინარე,   აუცილებლობას წარმოადგენს  პროფესიულ  კოლეჯს ქონდეს სატრანსპორტო საშუალებები  სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკებზე ორგანიზებულად გადაადგილებისათვის,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მომსახურეობისათვის, რეგიონალურ თემებთან კავშირისათვის, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და სხვა საჭიროებებისათვის.       

 

                ძლიერ მხარეს წარმოადგენს:

  • სასწავლო პროგრამების ფართო არჩევანი.
  • პროფესიონალი პედაგოგიური და ადმინისტრაციული კადრები;
  • რეაბილიტირებული მატერიალურ –ტექნიკური ბაზა;
  • წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • წარმატებული თანამშრომლობა დამსაქმებლებთან;
  • დასაქმების მაღალი  მაჩვენებელი.
  • საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერა.
  • სტუდენტის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროგრამები.
  • პოზიტიური სასწავლო გარემო.
  • სტაბილურად მზარდი სტუდენტთა რაოდენობა.
  • სწავლების მაღალი ხარისხი.

 

            კოლეჯის გასაუმჯობესებელ მხარედ განიხილება:

  • დამატებითი  სასწავლო ფართის მოძიება.
  • სტუდენტური სასტუმროს  აშენება და საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია.
  • სასწავლო კაბინეტების სრული კომპიუტერიზაცია.
  • ელექტრონული ბიბლიოთეკის სრულყოფა.
  • სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
  • კლას-კაბინეტების კონდიცირება.
  • სტუდენტთა დენადობის შემცირება

 

 

 saswavlo procesis organizeba:  

 

•saswavlo programebis mixedviT  swavlis procesis warmarTva.

•Teoriuli da praqtikuli muSaobis integracia. integrirebuli  გაკვეთილების  Catareba.

•komunikaciebisa da unarebis swavleba  (kompiuteri, inglisuri ena biznesgegmis Sedgena  da sxva).

 

damsaqmeblebTan, TemTan da sajaro skolebTan urTierToba: 

 

•koleji awarmoebs Tavisi saqmianobis reklamirebas  rogorc sajaro skolebSi aseve TemSi.

•awvdis masalebs siaxleebis Sesaxeb da TanamSromlobs maTTan.

•Sualeduri da saboloo gamocdebze iwvevs damsaqmeblebs.

 

 

 

 

 

  kolejis gafarToebisa da infrastruqturis mowesrigebis RonisZiebani. 

 

•saswavlo sawarmoo saxelosnoebisaTvis 800kvm  Senobis ageba da keTilmowyoba.

•nikeas q. # 15 –Si mdebare Senobis reabilitacia studentთა საერთო საცხოვრებლისათვის da misi aRWurva materialur –teqnikuri baziT.

•baRdaTis filialis reabilitacia  da materialur-teqnikuri baziT aRWurva.

•bazris kvlevis Sedegebis  mixedviT axali saswavlo programebis aTviseba da maTTvis materialur- teqnikuri bazis Seqmna.

•studentTa  namuSevrebis gamofena gayidvisaTvis farTis SeZena qalaqis im ubanSi, sadac  SesaZlebeli

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  ბრძანებები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი