მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

შინაგანაწესი

 დამტკიცებულია: სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,იბერია“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის

2016 წლის 23 მაისის #2 ოქმის საფუძველზე

                          სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,იბერია“ შინაგანაწესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. შინაგანაწესის მოქმედების სფერო

1.სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,იბერია“ ( შემდგომში კოლეჯი) შინაგანაწესი წარმოადგენს სასწავლო/სამუშაო პროცესის მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს.

2.კოლეჯი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდეგში ს.ს.ი.პ), რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

(შემდეგში „სამინისტრო“).

3.კოლეჯს ხემძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

4.კოლეჯის შინაგანაწესი (შემდეგში „შინაგანაწესი“) აწესრიგებს სასწავლო პროცესის მენეჯმენტს, კოლეჯს შიგნით შრომით ურთიერთობებს, მასთან დაკავშირებულ საკითხებს და მის თანმდევ ურთიერთობებს.

5 კოლეჯის დირექცია უფლებამოსილია დააწესოს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი დამატებითი წესები;

6.კოლეჯის შინაგანაწესი არის კოლეჯთან დადებული ხელშეკრულების ნაწილი;

7.შინაგანაწესი ადგენს და აწესრიგებს კოლეჯის ურთიერთობას პროფესიულ სტუდენტებთან, მათ უფლება-მოვალეობებს, არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობებს.

8.შინაგანაწესი აწესრიგებს დამსაქმებელსა (კოლეჯს) და დასაქმებულთა შორის შრომით ურთიერთობებს, ასევე კოლეჯსა და პროფესიულ სტუდენტს ან მის კანონიერ წამომადგენელს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს.

9.შინაგანაწესი უზრუნველყოფს კოლეჯის შიდა პერიმეტრზე დისციპლინის დაცვას,

სამუშაო და სასწავლო დროის რაციონალურ გამოყენებას, სამსახურებრივ მოვალეობათა

შესრულების მაღალ ხარისხს და ეფექტიანობას.

 

10. კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,საქართველოში მოქმედი კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით,  საქართველოს კანონით “პროფესიული განათლების შესახებ’’ და საქრთველოს კანონით “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, კოლეჯის წესდებით და საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობით.

კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირისათვის საჭირო სხვა რეკვიზიტები.

11.კოლეჯის მისამართია: ქ. ქუთაისი , ზ. ანჯაფარიძის 61(ძირითად შენობაში სარემონტო სამშაოების მიმდინარეობის გამო ადმინისტრაცია დროებით გადმოვიდა იჯარით აღებულ შენობაში (ნიკეასქ. #12)

12.შინაგანაწესი უზრუნველყოფს შრომის (აღზრდა-განათლების) და პროფესიული სწავლების პროცესში დისციპლინის დაცვას, სამუშაო და სასწავლო დროის რაციონალურ გამოყენებას, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ხარისხის ზრდასა და ეფექტიანობას.

14.შინაგანაწესი ადგენს და განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინურ სახდელებს, მისი გამოყენების, დისციპლინური დევნის ფორმებსა და წესებს.

15.წინამდებარე შინაგანაწესი მოქმედებს კოლეჯის ტერიტორიაზე.

 

 

 

 

 

თავი II

კოლეჯის მიზნები და ამოცანები

მუხლი 2კოლეჯის მიზნები და ამოცანები

1.მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებო მოთხოვნების დაკმაყოფილება,       პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და პროფესიული დაცვის ხელშეწყობა;

2. შიდა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრების მომზადება;

3. კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით დასაქმებულთა პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

4. მიზნების მისაღწევად კოლეჯი:

ა) უზრუნლელყოფს კოლეჯში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების,

მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით.

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

გ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო და სოციალურ პარტნიორობას.

დ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და სწავლების მეთოდების გავრცელებას.

ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და საგანმანათლებლო

დაწესებულებებთან.

ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და პედაგოგთა ურთიერთგაცვლას.

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 3კოლეჯის მართვის ორგანოები

1. კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი (რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი) და კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო.

2. კოლეჯის დირექტორის უფლება–მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონის“პროფესიული განათლების შესახებ”, საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით,საქართველოს შრომის კოდექსით, ამ შრომის შინაგანაწესით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3. კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონის “პროფესიული განათლების შესახებ” და კოლეჯის წესდებით.

4. დირექტორის თანამდებობაზე დანიშნვა გათავისუფლების წესი და მისი უფლება მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონით “პროფესიული განათლების შესახებ”,საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით, საქართველოს შრომის კოდექსით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

 

თავი III

კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის წესი

მუხლი 4პროფესიული განათლების მიღების უფლება

1.პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე ასაკის შეუზღუდავად უფლება აქვს მიიღოს პროფესიული განათლება.

2.პროფესიული განათლების უფლება აქვს სსსმ პირებს, რომლებმაც დაძლიეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.

  3.პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით კოლეჯი უზრუნველყოფს პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებით პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ.

 

მუხლი 5კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების გამოცხადება

1.კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეშვეობით წელიწადში ორჯერ:საზაფხულო და საშემოდგომო მიღება.

2. კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 3. კოლეჯში სტუდენტთა მიღება ხორციელდება სსიპ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული ტესტირების ჩატარებისა და სავალდებულო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემდგომ.

 

 

 

მუხლი 6ჩარიცხვაზე უფლებამოსილი პირი

1. პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირის კოლეჯში ჩარიცხვას წინამდებარე წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სსიპ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რანჟირებული დოკუმენტის საფუძველზე,  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აწარმოებს კოლეჯის დირექტორი.

2. კოლეჯის დირექცია უფლებამოსილია სწავლის დაწყებიდან 2 კვირის პერიოდში წარმოქმნილ ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხოს  შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიან საინფორმაციო ბაზაში და რანჟირების დოკუმენტში რეგისტრირებული სხვა პირი.

 

 

 

 

მუხლი 7ჩარიცხვის სავალდებულო წინაპირობები

  1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ჩარიცხვის აუცილებელი პირობა არის სსიპ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცახადებული პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და სავალდებულო მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.
  2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შედმგომ საფეხურზე ჩარიცხვის აუცილებელი პირობა არის წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები და შიგა ტესტირება
  3. სსსმ პირთა ჩარიცხვის აუცილებელი პირობა არის ალტერნატიული ტესტირების ჩაბარება
  4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წინა საფეხურის არ არსებობის შემთხვევაში ჩარიცხვისათვის აუცილებელი პირობა არის სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები

 

მუხლი 8კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტები

1. ჩარიცხვის მსურველმა კოლეჯს უნდა წარმოუდგინოს.

ა) განცხადება (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის),

რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული იქნება მხოლოდ ერთი სპეციალობა, რომლის მიმართაც მხარე იჩენს ინტერესს.

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

გ) დაბადების მოწმობის ასლი.

დ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე.

ე) მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომის ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის სერტიფიკატის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ასლი.

ვ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე.

მუხლი 9მიმღები კომისია

1. მსურველთა ჩარიცხვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და საინფორმაციო უზრუნველყოფას აწარმოებს კოლეჯის მიმღები კომისია (შემდეგში - მიმღები კომისია), რომელსაც ქმნის და წევრებით აკომპლექტებს კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. მიმღები კომისია კოლეჯის დირექტორის მუდმივმოქმედი სათათბირო კოლეგიური ორგანოა, რომელიც შედგება მინიმუმ 3 წევრისაგან. იგი ვალდებულია:

ა) ორგანიზება გაუწიოს საბუთების მიღების პროცესს, კერძოდ: აწარმოოს კოლეჯში ამა თუ იმ სპეციალობაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება

(რეგისტრაცია), ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ კოლეჯში ჩასარიცხად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში -ხარვეზზე მითითება და მის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 

ბ) აწარმოოს ჩარიცხვის მსურველთა მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტების სანდოობის შემოწმება;

გ) აწარმოოს დაინტერესებულ პირთა ინფორმირება კოლეჯში ჩასარიცხად განსაზღვრული პროცედურების გავლის შედეგებისა და მათ მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების

(ჩარიცხვა ან ჩარიცხვაზე უარის თქმა) შესახებ.

დ) აწარმოოს ჩარიცხვის მსურველთა (განმცხადებელთა) მონაცემთა ბაზა: ვინაობა, განაცხადის წარმოდგენის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი, დასახელებული სპეციალობა, წარმოდგენილი დოკუმენტების ნუსხა, შერჩევის ეტაპებზე მიღებული შეფასება/შეფასებები შესაბამისი სპეციალობებისა და ჩარიცხვის შესახებ განაცხადების მიღების პერიოდების მიხედვით;

ე) თითოეული განმცხადებლის "პირადი საქმის" შექმნა და ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადასცეს,

კოლეჯის  უფლებამოსილ პირს.

ვ) ადგილზე განახორციელოს დაინტერესებულ პირთა ინფორმირება კოლეჯში სწავლებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ჩარიცხვის სავალდებულო წინაპირობების, ვადების, პროგრამების დაფინანსების პირობებისა და არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ.

ზ) უზრუნველყოს კოლეჯში ჩარიცხვის პროცედურის სამართლიანობა და გამჭვირვალობა.

თ) შეასრულოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა ვალდებულებები, რომლებიც განუყოფლად უკავშირდება მიმღები კომისიის კომპეტენციას.

თავი IV

სასწავლო პროცესი და კოლეჯში სტუდენტთა შეფასების სისტემა

მუხლი 10კოლეჯის სასწავლო პროცესი

1.კოლეჯი ხელმძღვანელობს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით.

2.კოლეჯში სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება პროგრამებით.

3. კოლეჯში სასწავლო პროცესი დაწყება, დამთავრების და შესვენების საათები

განისაზღვრება წესდებით.

4. კოლეჯში სწავლება მიმდინარეობს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორზე.

მუხლი 11კოლეჯში სტუდენტთა შეფასების სისტემა და კვალიფიკაციის მინიჭება

1. პროფესიულ სტუდენტთა შეფასება ხდება ქულათა სისტემით და მაქსიმალური შეფასება ერთი საფეხურის განმავლობაში შეადგენს 100 ქულას. შეფასება ხდება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით, შუალედური შეფასებები ( 60 ქულა) და დასკვნითი გამოცდა (40 ქულა).

შუალედურ შეფასებებში 11 ქულაზე ნაკლები ქულის დაგროვების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი არ დაიშვება დასკვნით გამოცდაზე.

2. დადებით შეფასებად ჩაითვლება:

ა) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ბ) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;

გ) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;

დ) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ე) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

3. უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:

ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასება 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის  ცოდნა არ არის საკმარისი, მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

4.მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

5.პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად -მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება დაუშვებელია.

6.უარყოფითი შეფასების მიღების შემთხევევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე  არანაკლებ 10 დღის ვადაში.

7. სტუდენტის ცოდნის დონის შეფასება;

ა) შუალედური შეფასება

ბ) დასკვნითი შეფასება

8. შეფასების მეთოდი:

ა) ტესტი, ზეპირი გამოკითხვა

ბ) ჯგუფური/ინდივიდუალური პროექტი

გ) დაკვირვება და დემონსტრირება

8. სასწავლო საწარმოო პრაქტიკის ან საწარმოო პრაქტიკის დასკვნითი შეფასების უწყისის საფუძველზე შესაბამისი საფეხურის პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს კოლეჯის  დირექტორი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

 

 

მოდულურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების შეფასებისას გამოიყენება

 

  1. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

 

  1. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე,  ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

 

  1. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

 

  1. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე ერთჯერ.
  2. მოდულის წინმსწრები მოდულის შედეგის ვერ დადასტურების შემთხვევაში სტუდენტი დაიშვება მომდევნო მოდულზე წინმსწრები მოდულის შედეგის 10 სამუშაო დღის ვადაში დადასტურების შემდეგ.
  3. შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალტერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.
  4. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი, პროფესიული სავალდებულო და პროგრამით გათვალისწინებული ყველა არჩევითი მოდულით  გათვალისწინებული კრედიტები.
  5. კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯის ,,იბერია“ დირექტორის პრეროგატივას, შესაბამისი მოდულური პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
  6. მოდულური პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების კომისია  იქმნება კოლეჯის დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

 

 

თავი V

პროფესიული სტუდენტების უფლებები, მოვალეობები, შეზღუდვები და

პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი

 

მუხლი 12პროფესიულ სტუდენტის უფლება მოვალეობები

 

1. კოლეჯში განათლების მიღებისას პროფესიული სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება ხელშეკრულებით, კოლეჯის შინაგანაწესით და მოქმედი კანონმდებლობით.

2. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

ა) არასაპატიო მიზეზით არ გააცდინოს სასწავლო პროცესი.

ბ) ლექციის მიმდინარეობის დროს არასაპატიო მიზეზით არ დატოვოს აუდიტორია;

გ) დაემორჩილოს კოლეჯის წესდებით, დებულებებით და ამ შინაგანაწესით, დადგენილ მოთხოვნებს და მასწავლებლის ან სასწავლო პროცესის სხვა უფლებამოსილი პირის შესაბამის რეკომენდაციებს.

დ) მზრუნველობით მოეპყროს და გაუფრთხილდეს კოლეჯის ქონებას.

ე) პატივი სცეს სხვა სტუდენტის ღირსებას, არ დაუშვას მისი დაჩაგვრა ან რაიმე ფორმით ზეწოლა ან რაიმე ქმედების იძულება.

ვ) პროფესიული სტუდენტის მიერ დაწესებულებაზე მიყენებული ზიანის გამო, რომლის ბრალითაც გამოწვეულია ზარალი, მატერიალური პასუხისმგებლობა პირდაპირი ნამდვილი ზიანის ოდენობით ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.

 

 

მუხლი 13. პროფესიული სტუდენტს ეკრძალება:

ა) კოლეჯის თანამშრომლების, პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ბ) პროფესიულ სტუდენტს ეკრძალება ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და საქართველოს კანონმდებლობით უნებართვოდ აკრძალული ნივთიერების კოლეჯის ტერიტორიაზე შეტანა და რაიმე ფორმით გამოყენება.

გ)პროფესიულ სტუდენტს ეკრძალება ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობისას კოლეჯის ტერიტორიაზე რაიმე ფორმითა და მიზნით გადაადგილება;

დ) პროფესიულ სტუდენტს ეკრძალება კოლეჯის ინფორმაციულ სივრცეში ყველა ტიპის კომპიუტერული თამაშები, არასანქცირებული ჩართვების განხორციელება, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, რომელიც არ არის შეთანხმებული კოლეჯის ადმინისტრაციასთან,სალექციო პერიოდში საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული დარღვევები განიხილება დისციპლინარულ გადაცდომად და მიიღება შინაგანაწესით გათვალისწინებული ზომები.

3. პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:

ა) დაცული იყოს არა სათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.

ბ) სტუდენტს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა.

გ) მიიღოს შესაბამისი განათლება.

დ) გამოთქვას პროტესტი და წერილობით გაასაჩივროს კოლეჯის ადმინისტრაციასთან მასწავლებლის ან პროცესის სხვა მონაწილის არამართლზომიერი ქმედება.

ე) კოლეჯის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედება გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

მუხლი 14კოლეჯის უფლებამოსილებები პროფესიული სტუდენტის მიმართ.

1.კოლეჯი იღებს თავის თავზე უფლებასა და პასუხისმგებლობას დაიცვას კოლეჯში სტუდენტების უსაფრთხოება და კეთილდღეობა, შეუქმნას შესაბამისი პირობები არჩეული პროფესიის დასაუფლებლად, კოლეჯი და მისი ადმინისტრაცია მოვალეა მიიღოს ზომები სტუდენტების ისეთი ქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ სხვათა უსაფრთხოებას ან სიმშვიდეს.

2.პროფესიული განათლების შესახებ კანონის და შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში კოლეჯის პედაგოგი და მომსახურე პერსონალი უფლებამოსილია დააყენოს კანონის დამრღვევი სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი ადმინისტრაციის დონეზე.

3. კოლეჯის ადმინისტრაცია კი უფლებამოსილია განახორციელოს სხვადასხვა სანქციები (კოლეჯიდან გარიცხვის ჩათვლით) შინაგანაწესის დამრღვევი სტუდენტის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს ასეთი სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს სათანადო ორგანოების წინაშეც.

4. აუდიტორიაში სტუდენტის ყოფაქცევაზე პასუხისმგებელია საგნის პედაგოგი. თუ სტუდენტი დაარღვევს წესრიგს ან კანონს და ამით ხელს შეუშლის მეცადინეობის მსვლელობას,

პედაგოგი უფლებამოსილია მოთხოვოს სტუდენტს აუდიტორიის დატოვება და სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხს მაშინვე აყენებს ადმინისტრაციის წინაშე.

 

 

 

 

მუხლი 15კოლეჯში წესრიგის დარღევა

1. კოლეჯში წესრიგის დარღვევად ითვლება:

ა) სასწავლო პროცესისადმი ხელის შეშლა, ხმაური, საუბარი.

ბ) ლექციაზე მობილური ტელეფონის გამოყენება.

გ) პედაგოგის განკარგულებისათვის დაუმორჩილებლობა.

დ) პიროვნების სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამება.

ე) აუდიტორიებსა და დერეფნებში სიგარეტის მოწევა.

ვ) ალკოჰოლური სასმელის და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ალკოჰოლური სასმელის გამოყენება.

ზ) ხელმძღვანელების და პედაგოგების მიერ მიცემული დავალება-განკარგულებების

შეუსრულებლობა.

თ) მატერიალური ფასეულობების დაზიანება განადგურება.

ი) შინაგანაწესის, ადმინისტრაციის ბრძანებების  და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევა.

კ) ლექციების ჯგუფური მიტოვება.

ლ) ლექციებზე სისტემატური დაგვიანება.

 

 

 

 

მუხლი 16სანქციები  მეცადინეობის გაცდენისათვის

1. არასაპატიო მიზეზებით გაცდენებისათვის დადგენილია შემდეგი სახის სანქციები:

ა) არასაპატიო მიზეზით 50 საკონტაქტო საათის გაცდენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს მიეცემა ზეპირი გაფრთხილება.

ბ) არასაპატიო მიზეზით ლექციებისა და პრაქტიკულ მეცადინეობების პროგრამით გათვალისწინებული საათების რაოდენობის 10% მეტის გაცდენისას სტუდენტს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ირიცხება კოლეჯიდან;

2.საკონტაქტო საათზე დაგვიანება, ადრე წასვლა ითვლება ერთი აკადემიური საათის გაცდენად.

3.კოლეჯის პედაგოგებს არ აქვთ მეცადინეობიდან სტუდენტების გათავისუფლების უფლება გარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამოწვეული პრობლემისა, როცა ვერ ხეხრდება უშუალოდ დირექტორის მიერ სტუდენტის გათავისუფლება.

4.კოლეჯის დირექტორი ან დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  ბრძანებები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი