მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

დაიწყო დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 მაისს-20 ივნისის ჩათვლით. პროგრამის თანახმად, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

პროექტში ჩართვისათვის უნდა დაწეროთ განაცხადი.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;
  • განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  • განაცხადის მიღებისას აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).
  • კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ)
სიახლე სრულად
23 მაისი 2019

ses ექსპერტი გერმანიიდან

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" სასტუმრო საქმის, რესტორნის სერვის-მენეჯერისა და მზარეულის პროფესიების სფეროში დუალური პროფესიული განათლების დანერგვისა და განვითარების მიზნით სტუმრად იმყოფება SES ექსპერტი გერმანიიდან ბატონი ექარდ ჰოსტმანი.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
13 მაისი 2019

საგამოცდო ბარათები

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიაში" სწავლის დაწყების მსურველთა საყურადღებოდ!

2019 წლის საგაზაფხულო პროფესიული ტესტირების

საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო!

პროფესიული ტესტირებისათვის ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია

ვებ გვერდიდან www.vet.emis.ge....

პრეტესტი ჩატარდება 4 მაისს!

პროფესიული ტესტირება ჩატარდება 5 მაისს!

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" გისურვებთ წარმატებას!

სიახლე სრულად
03 მაისი 2019

საერთაშორისო IT ტექნოლოგიების კონკურსი ესტონეთში

2019 წლის 4 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“ კომპიუტერული ქსელი და სისტემების სასწავლო პროგრამის ხუთმა სტუდენტმა მასწავლებელ იაზონ დანელიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა საერთაშორისო კონკურსში "ტალინი 2019". დღეს მან კოლეჯის სტუდენტებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს წარუდგინა ვიზიტის ამსახველი პრეზენტაცია, ისაუბრა აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, გაცვლით პროგრამებზე.

ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
25 აპრილი 2019

საგაზაფხულო მიღება 2019

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიაში" სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:

1. კულინარიის ხელოვნება

2. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

3. ფილამწყობი

4. კონსულტანტ-გამყიდველი

5. სარესტორნო მომსახურება

6.ინფორმაციის ტექნოლოგია

7.ელექტროობა

8. სტილისტი (ბაღდათის ფილიალში)

 რეგისტრაცია დაიწყება 8 აპრილს და გაგრძელდება 19 აპრილამდე!

 -პრეტესტი ჩატარდება 4 მაისს!

 -მისაღები გამოცდა გაიმართება 5 მაისს!

 -სწავლა დაიწყება 3 ივნისს!

 

სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

1.თავად დარეგისტრირდეს on-line საიტზე vet.emis.ge, კოლეჯში ან ადგილობრივ რესურსცენტრში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.გაიაროს პრეტესტი და ჩააბაროს გამოცდა

3.შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები: განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(დედანი), დაბადების მოწმობა(ასლი), 2ც ფოტოსურათი 3x4, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(ვაჟებისათვის). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ისარგებლებენ ალტერნატიული ტესტირებით,რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. #12, ტელ: 555138516, 595179077 ელ-ფოსტა:kolejiiberia@gmail.com,ვებ-გვერდი:www.iberias.ge

სიახლე სრულად
16 აპრილი 2019

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება