მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

საერთაშორისო IT ტექნოლოგიების ყოველწლიური კონკურსი ფოთში

სსიპ კოლეჯ "იბერიას" "კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების" სტუდენტმა სოფიო მაქანდარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალობის ყოველწლიურ ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდა ქ. ფოთის პროფესიულ კოლეჯში "ფაზისი". მასში მონაწილეობას იღებდნენ ინფორმაციის ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სოფომ აღნიშნულ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. კოლეჯი "იბერია" ულოცავს მას ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებულ კარიერულ გზას უსურვებს.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
09 ივლისი 2019

IT ტექნოლოგიების ოლიმპიადა

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის სპეციალობის მეორე ყოველწლიურ ოლიმპიადაზე გამარჯვებულები:

 I ადგილი: სოფიო მაქანდარაშვილი

 II ადგილი: თორნიკე დიდია

III ადგილი: ნიკოლოზ გიორგაძე


სიახლე სრულად
09 ივლისი 2019

ses ექსპერტი გერმანიიდან სარესტორნო მომსახურების პროფესიაში

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიაში" მიმდინარე წლის 10 ივნისიდან 23 ივნისამდე სტუმრად იმყოფებოდა SES ექსპერტი გერმანიიდან ბატონი კლაუს იენჩი, რომელიც რესტორნის სერვის-მენეჯერის პროფესიაში დუალური პროფესიული განათლების დანერგვისა და განვითარების მიზნით მუშაობდა. დღეს ექსპერტმა დაასრულა საქმიანობა, ვიზიტი დადებითად შეაფასა და საინტერესო ინიციატივები და სასარგებლო რეკომენდაციები წარმოგვიდგინა. ბოლოს მან მადლობა გადაუხადა კოლეჯის წარმომადგენლებს გაწეული მასპინძლობისა და თანამშრომლობისათვის.

 ფოტოგალერეა 


სიახლე სრულად
24 ივნისი 2019

"ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ"

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" რამდენიმე წელია ნაყოფიერად ახორციელებს პროექტს "ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ". დასრულდა #675 პროექტის მეხუთე ციკლი და ოცდაათ ბენეფიციარს; პრობაციონერებს, ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს გადაეცათ პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატები. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" ულოცავს და წარმატებულ მომავალს უსურვებს მათ.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
05 ივნისი 2019

26 მაისის ღონისძიება 2019

 

სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა "იბერია" მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, მთავარი სლოგანით "გააზიარე ცოდნა". კოლეჯმა საინტერესოდ წარმოადგინა სამკერვალო ნაწარმის სპეციალობისა და ელექტრიკოსის პროფესიის სტუდენტთა მიერ შექმნილი რეკვიზიტების მრავალფეროვანი კოლაჟი და ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია " ფაბლაბში" დამზადებული საინტერესო ექსპონატები. ღონისძიებას ესწრებოდა კოლეჯში სტუმრად მყოფი SES ექსპერტი გერმანიიდან, ბატონი ეკჰარდ ჰოსტმანი.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
26 მაისი 2019

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება