მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ვებ გვერდის დიზაიანი?



ბანერები

  • vet.emis.ge
  • mes.gov.ge
  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

საერთაშორისო ორგანიზაციამ ETF (ევროპული სასწავლო ცენტრი), რომელიც მდებარეობს იტალიაში, ქალაქ ტურინში, გამოაცხადა კონკურსი „წარმატებული ისტორიები, პრაქტიკა, უნარები და კვალიფიკაციები - სარგებელი ხალხისათვის“. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ კარიერული წარმატების ისტორია და გაეზიარებინათ მიღებული გამოცდილება სხვებისათვის. კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონკურსში. კარიერის მენეჯერმა, ქალბატონმა ფატი ჯიქიძემ წარმოადგინა თემა სათაურით „უჩინარი შრომის ბაზარი-სარგებელი ხალხისათვის", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აღნიშნულ თემაზე გადაეღოთ ფილმი. მიმდინარე წლის 31 მაისს კოლეჯს იტალიიდან ესტუმრა ETF წარმომადგენელი ქ-ნი დარია სანტუცი და ფილმის გადამღები ჯგუფი. გადაღების პროცესში ჩართულები იყვნენ კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერი ქ-ნი ფატი ჯიქიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქ-ნი ნინო ბაკურაძე, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიწვეულ იქნენ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება იტალიაში, ქალაქ ტურინში 6 და 7 ნოემბერს.

 

სიახლე სრულად
17 სექტემბერი 2019

სოციალური პროგრამები

 ყურადღება, ყურადღება!

12 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება - გადამზადების სახელმწიფო პროგრამაზე .

მსურველებმა რეგისტრაციისათვის მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შემდეგ მისამართზე:

ქ. ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #26

წინასწარი რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: worknet.gov.ge

 წარსადგენი დოკუმენტები:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

3. worknet.gov.ge-ზე რეგისტრაციის პაროლი

სსიპ კოლეჯში ,,იბერია’’ გამოცხადებული პროგრამები:

1. ავტომობილის ზეინკალი

2. ბუღალტრული აღრიცხვა

3. კომპიუტერული გრაფიკოსი

4. დურგალი

5. ელექტრიკოსი

6. ინფორმაციული ტექნოლოგი

7. კონდიტერი

8. ფილამწყობი

9. მზარეული

10. მეფუტკრე

11. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

12. რესტორნის სერვის მენეჯერი

13. სტილისტი

14. შემდუღებელი

15. სავალი ნაწილის ტექნიკოსი

16. ზეინკალ-სანტექნიკოსი

სსიპ კოლეჯი "იბერია" გისურვებთ წარმატებებს!

სიახლე სრულად
11 სექტემბერი 2019

ses ექსპერტი გერმანიიდან სამკერვალო საქმის სპეციალისტის პროფესიაში

სსიპ კოლეჯ "იბერიაში" მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე სტუმრად იმყოფება SES ექსპერტი გერმანიიდან ქალბატონი გიზელა ბუჩი. ის კოლეჯში სამკერვალო ნაწარმის სპეციალობაში დუალური პროფესიული განათლების დანერგვისა და განვითარების მიზნით იმუშავებს.

ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
10 სექტემბერი 2019

ვაკანსია

სსიპ კოლეჯი "იბერია" აცხადებს ვაკანსიას!
✔️ქ. წყალტუბოში მდებარე ახლად გახსნილი რესტორანი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მზარეული, კონდიტერი, მიმტანი (გოგონები)

 დასაქმების მსურველებმა გთხოვთ შეგვეხმიანოთ შემდეგ საკონტაქტო ტელეფონზე: 555673042 (გიორგი)

  

სიახლე სრულად
30 ივლისი 2019

საერთაშორისო IT ტექნოლოგიების ყოველწლიური კონკურსი ფოთში

სსიპ კოლეჯ "იბერიას" "კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების" სტუდენტმა სოფიო მაქანდარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალობის ყოველწლიურ ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდა ქ. ფოთის პროფესიულ კოლეჯში "ფაზისი". მასში მონაწილეობას იღებდნენ ინფორმაციის ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სოფომ აღნიშნულ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. კოლეჯი "იბერია" ულოცავს მას ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებულ კარიერულ გზას უსურვებს.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
09 ივლისი 2019

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება