მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • naec.ge

სტატისტიკა

სიახლეები

2018 წლის 19 ოქტომბრის ღონისძიება

2018 წლის 19 ოქტომბერს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიაში" ჩატარდა პოლონეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც პოლონეთის ქალაქ პოზნანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბანასი, პოზნანის პროფესიული კოლეჯების დირექტორები, კოლეჯ "იბერიაში" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი რაკვერეს პროფესიული კოლეჯისა და აშშ "მშვიდობის კორპუსის" წარმომადგენლები და სხვა მოწვეული ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნების დამოუკიდებლობის, ორმხრივი თანამშრომლობისა და ქართველი ოფიცრების პოლონურ ჯარში სამსახურის შესახებ. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტები და ქუთაისის ახალგაზრდული თეატრალური დასი "მარჯანიშვილელები".

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
14 ნოემბერი 2018

საშემოდგომო მიღება 2018

2018 წლის საშემოდგომო მიღებისათვის პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. აპლიკანტთა რაოდენობა კვლავ საკმაოდ მაღალია. პროფესიულ პროგრამებზე უნიკალური მაჩვენებლის სტატისტიკა ასეთია:

სულ რეგისტრირებულია 683 აპლიკანტი, გამოცხადებული ადგილების რაოდენობაა 416.

პრეტესტი ჩატარდება 3 ნოემბერს, პროფესიული ტესტირება გაიმართება 4 ნოემბერს.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" გისურვებთ წარმატებებს!

სიახლე სრულად
22 ოქტომბერი 2018

საშემოდგომო მიღება 2018

საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2018 წლის 3 ოქტომბრიდან იწყება რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:

1. შემდუღებელი

2. დურგალი

3. ზეინკალ-სანტექნიკოსი

4. თაბაშირმუყაოს სპეციალისტი

5. სავალი ნაწილის ტექნიკოსი

6. ძრავის შემკეთებელი

7. ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი

8. ავტომობილის ზეინკალი

9. მზარეული

10. სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

11. კომპიუტერული გრაფიკოსი

მოდულური ჯგუფები

12. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

13. ფილამწყობი

14. თმის სტილისტი

15. კონსულტანტ-გამყიდველი

16. ინფორმაციის ტექნოლოგია

17. ელექტროობა

18. ბუღალტრული აღრიცხვა

19. სარესტორნო საქმისმწარმოებელი

20. კომპიუტერული ქსელები და სისტემები

ბაღდათის ფილიალში მიღება იწარმოებს შემდეგ პროგრამებზე:

1. მემცენარე

2. ელექტრიკოსი

3. ავტომობილის ზეინკალი

4. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

5. კომპიუტერული გრაფიკოსი

6. მეფუტკრე

7. ბუღალტრული აღრიცხვა-(მოდულური)

8. თმის სტილისტი - (მოდულური)

 რეგისტრაცია გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე!

 პრეტესტი ჩატარდება 3 ნოემბერს!

 მისაღები გამოცდა გაიმართება 4 ნოემბერს!

 სწავლა დაიწყება 26 ნოემბერს!

სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

1.თავად დარეგისტრირდეს on-line საიტზე vet.emis.ge ან მიბრძანდეს კოლეჯში ან ადგილობრივ რესურსცენტრში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.გაიაროს პრეტესტი და ჩააბაროს გამოცდა

3.შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:განცხადება,პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი),განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(დედანი),დაბადების მოწმობა(ასლი),2ც ფოტოსურათი 3x4,სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(ვაჟებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ისარგებლებენ ალტერნატიული ტესტირებით,რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. #12, ტელ: 555138516, 595179077 ელ-ფოსტა:kolejiiberia@gmail.com,ვებ-გვერდი:www.iberias.ge

 

სიახლე სრულად
01 ოქტომბერი 2018

test

test

სიახლე სრულად
28 სექტემბერი 2018

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება