მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

სტატისტიკა

სიახლეები

ევროპის დღე 2018

2018 წლის 3 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საზეიმოდ აღნიშნა ევროპის დღე. ქალაქის ცენტრალური პარკი ერთი დღით "ევროსოფლად" გადაიქცა და თითოეულ სტუმარს საშუალება ჰქონდა გაცნობოდნენ ევროკავშირის ისტორიას, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში. კოლეჯი სხვადასხვა პროფესიების მიერ შექმნილი ნიმუშების კოლაჟით წარსდგა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. კოლეჯის აქტიურობა და ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ხელს უწყობს პროფესიული განათლების აქტუალიზაციასა და პოპულარიზაცის.

ფოტოგალერეა

 

სიახლე სრულად
04 ივნისი 2018

2018 წლის 26 მაისის ღონისძიება

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" წარმომადგენლები 2018 წლის 26 მაისს იმყოფებოდა ქ. ფოთში პროფესიული განათლების რეგიონალურ ფესტივალზე და საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს გამოცხადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პროფესიული განათლების წარმოსაჩენად. ღონისძიებაში მონაწილე კოლეჯის წარმომადგენლებმა დამთვალიერებლების წინაშე წარადგინეს კოლეჯის სტუდენტების მიერ დამზადებული ნაკეთობები და სხვადასხვა ტიპის პროდუქცია, რისშედეგადაც მოგვეცა საკუთარი პროგრამების წარმოჩენის შესაძლებლობა.

 

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
28 მაისი 2018

რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილებების შესახებ

ყურადღება, ყურადღება!

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

აპლიკანტებს, რომელთაც სურვილი აქვთ ცვლილებები შეიტანონ რეიტინგული პროფესიების ჩამონათვალში, ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ 2018 წლის 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით.

 სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" გისურვებთ წარმატებებს!

სიახლე სრულად
08 მაისი 2018

ალტერნატიული ტესტირება

 სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" 2018 წლის 3 და 4 მაისს ჩატარდა ალტერნატიული პროფესიული ტესტირება სსსმ აპლიკანტებისათვის. ტესტირებაზე კოლეჯში სწავლის მსურველმა აპლიკანტებმა მოსინჯეს არჩეული პროფესია მასწავლებელთან ერთად, რაც მას დაეხმარა სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
07 მაისი 2018

19 აპრილის ღონისძიება

 19 აპრილს სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა "იბერია" პროფესიული განათლების რეგიონალური ფესტივალის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოაწყო კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

 ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცათ გაეგოთ ამომწურავი ინფორმაცია კოლეჯის სასწავლო პროგრამებისა და ჩარიცხვის წესის შესახებ.

 ფოტოგალერეა

 

სიახლე სრულად
25 აპრილი 2018

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება